ახალი გზა კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება და მგზავრობის დროც შემცირდება
13 მარტი 2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ჩქაროსნული გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. სამუშაოები, სადაც 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე დასრულდება. ახალი გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. იმერეთის გუბერნატორის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაც მიეცემა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)